პრემიერი: ნაცმოძრაობამ მადლობა თქვას, რომ ხალხმა ის არ გაუკეთა, რაც ვიდეოებში ხდება

საქართველო, თბილისი - 11:17 | 22.10.2015
ნანახია: 1857

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო შანსი აქვს საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისთვის ცნობილია, რომ სასამართლოსთან დღეს იგეგმება რაღაც პროვოკაცია.

“ მე მითხრეს, რომ თითქოს რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, რეალურად კი, ნაციონალური მოძრაობა, სადისტების მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. მე გაფრთხილებთ ყველას, რომ ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციებს. ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რაც ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე