ქუთაისის აეროპორტში დაკავებული ათი ქალიდან ერთ-ერთი, ,,თეთრი ხმაურის“ წევრია

საქართველო, თბილისი - 18:26 | 14.11.2016
ნანახია: 1226

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ორგანიზაციის წევრის დაკავების შესახებ იტყობინება. ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაკავებული ათი ქალიდან ერთ-ერთი ქეთა გაბუნიაა.

„დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, პოლიციამ ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი - ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები) დააკავა. პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც ჩხრეკა უნდა განეხორციელებინათ. 
მას შემდეგ, რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, ქუთაისში, ტომოგრაფიის გადასაღებად გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. ქეთამ შეძლო ეს ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა, რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანის ფაქტზე,  ათი ქართველი ახალგაზრდა ქალი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე