ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განხორციელებული საქმიანობის ანგარიში შეაჯამა
საქართველო, თბილისი - 13:41 | 22.09.2015 ნანახია: 2092
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.
საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მნიშვნელობას და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტს –„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“. სხდომაზე აღინიშნა, რომ პროექტის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.
„სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში დაახლოებით 30 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების ფარგლებში 3 უნივერსიტეტში 20–მდე ახალი ობიექტი მოეწყო. მხედველობაში მაქვს ფიზიკა–ქიმიის და ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორიები. ასევე დასრულდა გამოცხადებული კონკური „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც 16 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა განაწილდეს. უკვე შემოსულია 70 განაცხადი,“–განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განმარტებით, სამეთვალყურეო საბჭოს მორიგ სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა მოისმინა ანგარიში ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ.
„პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა. განვიხილეთ აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტში მიმდინარე საკითხები, საქმიანობა. გავაკეთეთ ანგარიში ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი არის ამერიკის მთავრობის გრანტი, რომელიც საქართველომ მიიღო ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბების მიზნით,“–განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველო ახორციელებსს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის გაძლიერება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა