რონალდუმ Nike-თან უვადო კონტრაქტი გააფორმა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 14.11.2016
ნანახია: 2016

 

მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ამერიკულ სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიასთან Nike-თან უვადო ხელშეკრულება გააფორმა.

კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელი ყოველწლიურად 24 მლნ დოლარს მიიღებს. ასე რომ როდესაც რონალდუს 73 წელი შეუსრულდება, მისი ანაზღაურების საერთო თანხის მოცულობა მილიარდს მიაღწევს.

პორტუგალიელი მესამე სპორტსმენი გახდა, რომელმაც კომპანიასთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა. მანამდე მსგავს ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს ამერიკელმა კალათბურთელებმა მაიკლ ჯორდანმა და ლებრონ ჯეიმსმა. მათთან გაფორმებული კონტრაქტების ფინანსური მხარე უცნობია.

რონალდუ Nike-თან 2003 წლიდან თანამშრომლობს. 6 ნოემბერს სპორტსმენმა ”რეალთან”კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა. 31 წლის ფეხბურთელის ხელფასის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე