ყველაზე დიდი მთვარე საქართველოში 18 საათიდან გამოჩნდება

საქართველო, თბილისი - 12:53 | 14.11.2016
ნანახია: 2517

2016 წლის 14 ნოემბერს, მთვარე 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა გამოჩნდება. ეს სუპერმთვარეა - როდესაც სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა. უკანასკნელად ეს 1948 წელს მოხდა, ხოლო მომდევნო, NASA-ს ინფორმაციით, 2034-ში იქნება.

კონკრეტულად რა ხდება ხვალ NASA-ს ინფორმაციით? - როგორც ვიცით, მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო ოვალურია. ორბიტაზე მოძრაობისას მთვარე ხან ძალიან ახლოსაა დედამიწასთან, ხან კი შორს. პერიგეა დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი წერტილია, ხოლო აპოგეა ყველაზე შორი.

როდესაც სავსე მთვარე პერიგეაში მოექცევა, სუპერმთვარეა. სუპერმთვარე წელს 16 ოქტომბერსაც იყო და 14 დეკემბერსაც იქნება, 14 ნოემბრის კი იმითაა გამორჩეული, რომ ის 1948 წლის შემდეგ ყველაზე მეტად მიუახლოვდება დედამიწას.

თუ NASA-ს დავუჯერებთ და მის მიერ დასახელებულ დროს (GMT 13:52) საქართველოს დროის სარტყელში გადმოვიყვანთ, სუპერმთვარემ აქ 14 ნოემბერს, 18:00 საათისკენ უნდა დაიწყოს გამოჩენა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე