ღარიბაშვილი: მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ, დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს

საქართველო, თბილისი - 10:50 | 22.10.2015
ნანახია: 1648

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლო შანსი აქვს საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

 როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისთვის ცნობილია, რომ სასამართლოსთან დღეს იგეგმება რაღაც პროვოკაცია. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სასამართლოსთან თითქოს "რუსთავი 2"-ის, რეალურად კი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას.

"მე მითხრეს, რომ თითქოს "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები, რეალურად კი "ნაციონალური მოძრაობა", სადისტების მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. მე გაფრთხილებთ ყველას, რომ ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციებს. ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ "ნაციონალურ მოძრაობას", რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რაც ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე