თბილისის მერმა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 14.11.2016
ნანახია: 1347

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად  მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ ხრეშოვანო გრუნტით დაბმა, მის წინა მხარეს კი დამვცავი საფარი მოეწყო. ასევე, დასრულდა მზიურის მიმდებარედ მდინარის კალაპოტის გაგანიერება, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედლის აგება და მდინარის წყლის შემშვებ-გამშვები 500 მმ-ანი მილების მოწყობა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ერთის მხრივ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორეს მხრივ აქ დამატებით ძალიან საინტერესო სივრცე შეიქმნა, თუმცა ამით არ მთავრდება მდინარე ვერეს ხეობაში უსაფრთხოებასთან დაკაშვირებული სამუშაოები. გაზაფხულზე, ამას მოყვება ასევე მზიურის კეთილმოწყობის სამუშაოები. მზიურის ბაღი მოეწყობა, მას შემდეგ რაც უსაფრთხოების კომპონენტი დასრულდა ამ ნაწილში. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით უკვე მომზადებული პროექტის ფარგლებში შემოვა გამწვანების კომპონენტი და ძალიან საინტერესო სივრცეს მივიღებთ."-განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამუშაოებს კომპანია შპს "ერკერი" აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის ივლისს დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე