მტკვარმა 21 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნება

საქართველო, თბილისი - 17:25 | 11.11.2016
ნანახია: 1643

რუსთვში მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი 21 წლის გიორგი ძაბახიძეა. ცხედარი მდინარეში გუშინ მეთევზეებმა შენიშნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.

მეზობლები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ, რადგან გარდაცვლილს ფეხები შეკრული ჰქონდა. ასევე განიხილება მკვლელობის ვერსიაც.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე