თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 17:37 | 10.11.2016
ნანახია: 1239

კომპანია "თელასის" ცნობით სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 40-40 წუთის მონაცვლეობით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, გობრონიძის, ახმეტელის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გუმათგესის, ცისკარიშვილის, რაზიკაშვილის, მოსტკოვის, ენგურჰესის, იდუმალის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე