”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი მემკვიდრეს ეძებს

საქართველო, თბილისი - 13:40 | 10.11.2016
ნანახია: 1312

”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მემკვიდრეს ეძებს. ამის შესახებ ტელეარხი ”ას-სუმარია” წყაროზე დაყრდნობით წერს.

”ისლამური სახელმწიფოს” საინფორმაციო სამსახური ავრცელებს ალ-ბაღდადის განკარგულებას ერთ-ერთი მეთაურის მის მოადგილედ დანიშვნის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მისი მემკვიდრე გახდება”, -განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელება მოსულში უპრეცენდენტო მოვლენაა, რადგან ამ თემის განხილვა დაჯგუფების უმაღლეს ხელმძვანელობას მანამდე არ შეეძლო.

მისივე თქმით, ”ისლამური სახელმწიფო” ალ-ბაღდადის მომავალი მოადგილის ვინაობას არ ახმაურებს, რადგან შიშობს, რომ ეს დაჯგუფებაში განხეთქილებას გამოიწვევს.

ერაყის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ალ-ბაღდადიმ მოსული დატოვა 150 ოჯახთან ერთად, რომლებსაც ის ავიადარტყმების დროს ცოცხალ ფარად გამოიყენებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე