ნიუ-იორკში პოლიციამ ტრამპის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავა

საქართველო, თბილისი - 11:38 | 10.11.2016
ნანახია: 1528

 პოლიციამ ნიუ-იორკში 30 ადამიანი დააკავა დონალდ ტრამპის გამარჯვების წინააღმდეგ  საპროტესტო აქციის მსვლელობისას.

NBC 4 New York-ს ინფორმაციით,  ათასობით დემონსტრანტი ნიუ-იორკის ქუჩებში გამოვიდა და არჩეული პრეზიდენტის ცათამბჯენისკენ  Trump Tower-სკენ გაემართა. ტელეარხის ცნობით, პოლიციამ უმეტესობა ხულიგნობისთვის დააკავა.

საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის, ჩიკაგოში, ფილადელფიასა და ბოსტონში. როგორც გაზეთი USA Today წერს, აქციებში მონაწილეობა მიიღეს მადონამ, შერიმ და მსახიობმა მარკ რუფალომ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე