ნატო - საქართველოს სწავლება 2016 იწყება

საქართველო, თბილისი - 10:39 | 10.11.2016
ნანახია: 2006

ნატო-საქართველოს სწავლება 2016 იწყება. მასშტაბურ სწავლებაში, რომელიც 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება,  საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ნატო-ს წევრი 11 და ორი პარტნიორი ქვეყანა მიიღებს მონაწილებას.

სწავლებაში სულ 250 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სწავლებას პირველად ნატო-საქართველოს სწავლებების ისტორიაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უხელმძღვანელებს.

სწავლება სამეთაურო-საშტაბოა და მიზნად ისახავს კრიზისულ სიტუაციებში ერთობლივ მოქმედებებსა და ნატოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობას.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2016" ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 13 მიმართულებიდან ერთ-ერთი პროექტია.

ბრიგადის გენერალი, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის მეთაურის მოადგილე, შტაბის უფროსი - ლადისლავ იუნგი

"ეს სწავლება გაზრდის ურთიერთთავსებადობას წვრთნებში მონაწილე ქვეყნებს შორის. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, რათა მაქსიმალურად ეფექტურად დასრულდეს სწავლება",- განცხადა სწავლების გახსნისას ბრიგადის გენერალმა, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის მეთაურის მოადგილემ  ლადისლავ იუნგმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე