თეთრი სახლი არჩევნების შედეგებს აფასებს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 10.11.2016
ნანახია: 1244

თეთრმა სახლმა ჰილარი კლინტონის გამარჯვებასთან დაკავშირებით სოციოლოგიური გამოკითხვების ცდომლიება აღიარა. განცხადება თეთრი სახლის პრეს-მდივანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჯოშ ერნესტის თქმით, არჩევნების შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვისაც. 

“არ არის გამორიცხული,  რომ პოლიტიკურ ექსპერტებს მუშაობის მეთოდების შეცვლა მოუწიოთ", – განაცხადა ერნესტმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ  ამომრჩევლების უმრავლესობის მხარდაჭერა კანდიდატის გამარჯვებას არ ნიშნავს. იმის მიუხედავად, რომ კლინტონმა ამომრჩეველთა უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ტრამპმა, კოლეგიის ხმების უმრავლესობით გამარჯვება რესპუბლიკელთა კანდიდატმა მოიპოვა.

ბოლო მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიიდან  279  ხმამიიღო, კლინტონს კი მხოლოდ 228 ხმა მისცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე