ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

საქართველო, თბილისი - 17:44 | 09.11.2016
ნანახია: 1486

ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია, ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

დონალდ ტრამპსა და ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მოქმედმა პრეზიდენტმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მოიწვია.

შეხვედრა თეთრ სახლში 10 ნოემბერს გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, მოგვაინებით ბარაკ ობამა განცხადებას გააკეთებს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარი ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონს შორისაც შედგა. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე