დავით უსუფაშვილი გიორგი პაპუაშვილს შეხვედრას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 20:03 | 21.10.2015
ნანახია: 1887

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს პასუხობს. დავით უსუფაშვილი გიორგი პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად შეხვედრის დაგეგმვას სთავაზობს.

"გავეცანი თქვენს წერილს, რომელშიც მიუთითებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელ გარემოებებზე და ითხოვთ მათ აღსაკვეთად სათანადო ზომების მიღებას.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, დავგეგმოთ შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად განვიხილოთ, როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები.

ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფადაც ყველა შესაძლო ზომას უნდა მივმართოთ", -ნათქვამია დავით უსუფაშვილის წერილში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე