კასპელი პატარები განახლებულ საბავშვო ბაღებში ივლიან

საქართველო, თბილისი - 12:05 | 07.11.2016
ნანახია: 1245

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა.  

2014-2016 წელს ქალაქ კასპში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა26  ბაგა-ბაღს.  პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ყველა საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. კასპის ბაგა-ბაღების  რეაბილიტაციაზე ჯამში 1 391 912 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში  კასპში  მცხოვრები 1572-მდე აღსაზრდელი დადის. მაშინ როცა, 2013 წლამდე, მუნიციპალურ ამორტიზებულ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 1040 ბავშვი დადიოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე