თბილისის "დინამო" ალეკო ამისულაშვილმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 17:45 | 04.11.2016
ნანახია: 1846

თბილისის "დინამო" ალეკო ამისულაშვილმა დატოვა. 

გუნდის კაპიტანი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე  თანაგუნდელებს დაემშვიდობა. "დინამოს“ პრეზიდენტის, მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ მას კლუბის სახელით მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

"კარიერის განმავლობაში დაახლოებით 4 წელი გავატარე "დინამოში" და ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის მარტივი არ ყოფილა. ჯერჯერობით არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას, ახლა მხოლოდ დასვენება მსურს,“-განაცხადა ამისულაშვილმა.

გუნდის კაპიტნის სამკლავურს დღეიდან „დინამოს“ მეკარე ნუკრი რევიშვილი მოირგებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე