კახა კახიშვილმა უწყების სპეციალური დანიშნულების ძალების ბაზის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 04.11.2016
ნანახია: 1235

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უწყების სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს ეწვია და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სპორტული დარბაზი და სასადილო, რომელიც გარემონტდა და თანამედროვედ მოეწყო. ასევე, კახა კახიშვილი ადგილზე გაეცნო პირადი შემადგენლობის საცხოვრებელ პირობებს.

მინისტრის გადაწყვეტილებით, განახლდა უწყების სპეციალური  დანიშნულების ძალების ბაზის სპორტული დარბაზი, რომელიც ახალი ინვენტარით აღიჭურვა. მეოთხე თაობის ინვენტარი, რომლითაც სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების პირადი შემადგენლობა ისარგებლებს, პროფესიონალურია და ხელს შეუწყობს ფიზიკური მომზადების დონის ამაღლებას.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, განახლდა სპორტული დარბაზი და შემოტანილი იქნა ახალი, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სპორტული ინვენტარი. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს პირად შემადგენლობას ხარისხიანად მოემზადონ, რათა სათანადოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ფარნაოზ მოლოდინაშვილმა.

განახლებული სპორტული დარბაზი და ინვენტარი პირადი შემადგენლობისთვის, ინტენსიური მომზადების მიზნით, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე