ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 18:41 | 03.11.2016
ნანახია: 1640

,,რუსთავი 2” - ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვიდან გამოვიდა. გვარამიამ შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი რამდენიმე წუთის წინ დატოვაა. გვარამიათან გამოძიებას კითხვები კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმესთან დაკავშირებით ქონდა. 

"იყო შეკითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც, სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა იმდენად რამდენადაც გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას და მის შინაარსი არ უნდა იყოს საინტერესო გამოძიებისთვის, მიუხედავად ამისა მე დავაკონკრეტე, ეს  საკითხი საერთოდ არ ეხება ბატონ ახვლედიანს, მასთან საუბრის ნაწილიც კი არ არის, სხვა ადამიანს ვესაუბრები აქ და შემხებლობშიახვლედიანთან ეს საკით არ არის. საუბარი რომელიც არის ინტერნეტით განთავსებული არის ჩემი ჩაწერილი, მე ვარ ნამდვილად, ჩემი ხმაა მაგრამ ეს საუბარი მათ შორის არის დამონტაჟებული იმგვარად რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ მამუკა ახვლედიანს. ამ საუბარში არავითარი ქრთამის შეთავაზება ან რაიმე ტიპის ფულადი შეთავაზება ბატონი ახვლედიანის მიმართულებით არ ყოფილი, მით უმეტეს 6 მილიონის შეთავაზება, ან რატომ უნდა შეგვეთავაზებინა, ბატონი ახვლედიანი არავითარ გადაწყვეტილებას იმ საქმესთან დაკავშირებით რომელიც რუსთავი2-ს ეხება არ იღებდა, შესაბამისად ამგვარი შეთავაზება ცხადია, რომ არ ყოფილა. ეს არის ჩვენი საუბრის მოკლე შინაარსი.  არავითარი იმედი არ მაქვს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იმართება ამავე შენობიდან, შესაბამისად შეუძლებელია, რომ ერთი ხელით ეს შენობა ჩანაწერებს აკეთებდეს და აქვეყნებდეს და მეორე ხელით იძიებდეს საკუთარი თავსი წინააღმდეგ შედეგებს“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე