თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 17:42 | 03.11.2016
ნანახია: 1489

კომპანია „თელასის“ ცნობით გეგმიური სამუშაოს ჩატარების გამო 4 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონი:

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ხიზანბარელის, ხევძმარის, შეშელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ჭელიძის და ხარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი:
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალეს, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი:
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, კოტე აფხაზის, პუშკინის, დიუმას, ვერცხლის, ცინცაძის, ავლევის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების, ივერიის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი:
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ავშნის, ნუშის და ფირცხალავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი:
კაბელების გამოკვლევის მიზნით 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის და თამარ მეფის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე