შსს-ში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:27 | 03.11.2016
ნანახია: 1625

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, გამოძიებას კითხვები ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით აქვს. 

“იქიდან გამომდინარე, რომ გვარამიას წინააღმდეგ არაერთხელ იქნა განხორციელებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები და მათ შორის იქნა დაწყებული გამოძიება, თუმცა არც ერთ გამოძიებას შედეგი არ მოყოლია, არ გვაქვს მოლოდინი, რომ რეალურად გამოძიებას მოყვება შესაბამისი შედეგები. კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის რესურსი ყველას არ აქვს. ცხადია, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან სპეცსამსახურის წარმომადგენლები დგანან”, - განაცხადა ადვოკატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე