გიორგი ბადაშვილი: საქართველოს პროკურატურა არის ყველაზე ორგანიზებული

საქართველო, თბილისი - 16:01 | 21.10.2015
ნანახია: 1698

პროკურორთა კონფერენციის დასასრულს მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს რვა პროკურორი წევრის არჩევის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

გიორგი ბადაშვილი ამბობს, რომ ისინი დაამტკიცებენ, რომ პროკურატურა არის ყველაზე ორგანიზებული და ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალული ორგანიზაცია.

 ”ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველოს პროკურატურა არის ყველაზე ორგანიზებული და ერთიანი სულისკვეთებით განმსჭვალული ორგანიზაცია. ეს არის თითოეული თქვენგანი დამსახურება და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ... მინდა, მივულოცო არჩეულ საპროკურო საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველ არჩევნებში მონაწილეობა და კოლეგების ნდობის და მანდატის მოპოვება, მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ. აქ არ არსებობს დამარცხებული," - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე