ვიაჩესლავ გროზნი: ის, რაც დღეს დინამოს დაცვაში ხდებოდა, არსად მინახავს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 03.11.2016
ნანახია: 2042

თბილისის ”დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ  დავით ყიფიანის სახელობის თასზე ქუთაისის ტორპედოსთან განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარი ფეხბურთელების თამაში შეაფასა.

"მსაჯებმა დღევანდელ შეხვედრაში არაერთი შეცდომა დაუშვეს. რითაც უკმაყოფილონი ვართ, თუმცა დღევანდელ მარცხს მათ არ ვაბრალებთ. ძალიან ცუდად ითამაშა დაცვის ხაზმა. დაცვის პრობლემა სხვა გუნდებშიც მქონია, სადაც  მიმუშავია, მაგრამ ის, რაც დღეს დინამოს დაცვაში ხდებოდა,არსად მინახავს. ასეარშეიძლება,"-აღნიშნა გროზნიმ.

დავით ყიფიანის თასზე ”დინამო ” ”ტორპედოსთან ” 2:3 დამარცხდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე