პედაგოგების საშუალო ანაზღაურება, 1-ელი იანვრიდან, 800 ლარამდე გაიზრდება - ალექსანდრე ჯეჯელავა

საქართველო, თბილისი - 12:15 | 03.11.2016
ნანახია: 1426

პედაგოგების საშუალო ანაზღაურება მომავალი წელის პირველივე თვიდან, 800 ლარამდე გაიზრდება, - განაცხადა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხოდმის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში. მისი თქმით, მასწავლებელთა ხელფასები აისახება 2017 წლის ბიუჯეტში.

რაც შეეხება ახალ მინისტრთა კაბინეტში მის მოხვედრას, ჯეჯელავა აცხადებს, რომ ამაში თითქმის დარწმუნებულია.

„პრემიერის გადასაწყვეტია საბოლოოდ ვინ იქნება მთავრობაში. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ მინისტრთა კაბინეტში ვიქნები. დიახ, რა თქმა უნდა, შემოთავაზება რომ იყოს, დავთანხმდები და პრემიერი, თავის გუნდთან ერთად მუშაობს ამ თემაზე. დღევანდელ მთავრობაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა. მე ვიცი, რომ პრემიერი კონსულტაციებს მართავს,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან ჯეჯელავამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე