ჩრდილოეთ დაკოტაში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 03.11.2016
ნანახია: 1632

პოლიციამ წიწაკის ბალონები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩრდილოეთ დაკოტაში.

ადგილობრივი მცხოვრებლები და ეკოლოგები უკვე რამდენიმე თვეა ნავთობსადენის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ის სიუს ტომების წმინდა ადგილებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. მათივე თქმით, ნავთობსადენი წყალმომარაგების სისტემასაც ემუქრება.

ტელეარხ NBC-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი გორა დაიკავეს, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები წმინდა ადგილად მიიჩნევენ.  

გავრცელებული ინფორმაციით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების მიერ აგებული ხის ხიდი აიღეს. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ბოთლები ესროლეს, რის შემდეგაც პოლიციელები იძულებულნი გახდნენ მათ მიმართ შესაბამისი ზომები მიეღოთ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე