იტალიაში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 03.11.2016
ნანახია: 1295

ახალი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები კვლავ განმეორდა ცენტრალურ იტალიაში. ბიძგები შესამჩნევად იგრძნობდა რომშიც.

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით მორიგი მიწისძვრის მაგნიტუდამ 4,8 შეადგინა. ეპიცენტრი მაჩერატის პროვინციაში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

ბოლო სამი თვის განმავლობაში იტალიის ცენტრალურ ნაწილში სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 24 აგვისტოს 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 298 ადამიანი ემსხვერპლა. ოქტომბრის ბოლოს მომხდარმა მიწისქვეშა ბიძგებმა სერიოზულად დააზიანა იტალიის ოთხი ოლქი. 30 ოქტომბერს ასამდე დასახლებულ პუნტქში 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრამ შენობების ნგრევა გამოიწვია.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე