”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი თურქეთს ემუქრება

საქართველო, თბილისი - 09:52 | 03.11.2016
ნანახია: 1315

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ”ისლამურმა სახელმწიფომ” გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისლამისტების მტკიცებით, ჩაწერილია მათი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიტყვა.

ჩანაწერში ალ-ბაღდადი თურქეთს ემუქრება და მომხრეებს მოსულის დაცვისკენ მოუწოდებს. მისი მტკიცებით, ”ისლამური სახელმწიფოს” ძალები ქალაქს არ დატოვებენ, თავად კი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ჩანაწერის ნამდვილობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ეს ალ-ბაღდადის პირველი მიმართვაა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მისი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ვარაუდობდნენ, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი გარდაცვლილია, თუმცა ისლამისტებს ამ ინფრომაციის გახმაურება არ სურდათ.

ჩანაწერი მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ გაკეთდა. ბოლო ინფორმაციით, ერაყის არმია მოსულში უკვე შევიდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე