ობამა: კლინტონის დამარცხება არჩევნებში ქვეყანას უკან დასწევს

საქართველო, თბილისი - 09:40 | 03.11.2016
ნანახია: 1290

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელი ამომრჩევლები გააფრთხილა, რომ მისი 8-წლიანი მმართველობის დროს მიღწეული შედეგები დაიკარგება, თუი კი არჩევნებში კლინტონი დამარცხდება.

ობამა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების წინაშე მიტინგზე სიტყვით ჩრდილოეთ კაროლინაში გამოვიდა. მისი თქმით, ქვეყნის ბედი ამომრჩევლების ხელშია.

თავის მხრივ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში თავის მომხრეებს განუცხადა, რომ კლინტონის გამარჯვება ქვეყანას საკონსტიტუციო კრიზისამდე მიიყვანს. მიის ტქმით, კლინტონი იქნება პრეზიდენტი სასამართლო სარჩელებით დატვირთული.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აგორდა წინასაარჩევნო სკანდალი კლინტონის აშშ-ის სახელმწიფო მდივნად მუშაობასთან დაკავშირებით.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ აღმოაჩინა ახალი ელეტქრონული წერილები, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სამსახურეობრივი მიმოწერისთვის კლინტონის მიერ გამოყენებულ პირად საფოსტო სერვერთან მისი სახელმწიფო მდივნად მუშაობის პერიოდში.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს იმართება. სოციოლოგიური გამოკითხვების უმეტესობა აჩვენებს, რომ კლინტონი საპრეზიდენტო მარათონში ლიდერობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე