რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა

საქართველო, თბილისი - 15:26 | 02.11.2016
ნანახია: 1874

რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა, ამის შესახებ გადაწყვეტილება რომში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც რომის მერის მოადგილე ლუკა ბერაგამო, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ.

გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ხუცურაული მონაწილეობენ მერების რიგით მეორე სამიტში სახელწოდებით „ერთობა მრავალფერეოვნებაშია“. სამიტს 60-დე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება.  

მერიის ინფორმაციით, წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა კლიმატური ცვლილებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ბუნებრივი და ენერგორესურსების მართვა. გარდა ამისა, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემაა კონფლიქტურ ზონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე