პროკურორმა შარბათ გულას გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

საქართველო, თბილისი - 14:36 | 02.11.2016
ნანახია: 1394

”ავღანელი გოგონას” შარბათ გულას გათავისუფლებაზე პაკისტანის პროკურორმა მოშინ დავარმა უარი განაცხადა. ჟურნალ National Geographic-ის გმირი შარბათ გულა პეშევარში დოკუმენტების გაყალბებისთვის დააკავეს.

რამდენიმე დღის წინა მისი თავდებით გათავისუფლება შესაძლებლად მიიჩნია პაკისტანის შს მინსიტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორმა განაცხადა, რომ დოკუმენტების ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არასაკმარისია. გულა თავის მხრივ დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ დოკუმენტები არაკანონიერი გზით არ მიუღია.

მსოფლიომ შარბათ გულა 1985 წელს გაიცნო, მას შემდეგ, რაც 12 წლის გოგონა ჟურნალ National Geographic-ის ფოტოკორესპონდენტმა სტივ მაკარიმ ის პეშევარში, ავღანელ ლტოლვილთა ბანაკში გადაიღო. ფოტოგრაფი 17 წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გოგონას ვინაობის დადგენას. 2002 წლის იანვარში National Geographic -ის გუნდმა  გულა მაინც მოძებნა. შარბათი ახლა 42 წლისაა, გათხოვილია და 3 შვილი ჰყავს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე