ალეპოში 4 ნოემბერს ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდება

საქართველო, თბილისი - 13:36 | 02.11.2016
ნანახია: 1343

სირიის ქალაქ ალეპოში 4 ნოემბერს ჰუმანიტარული პაუზა გამოცხადდება. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განცხადა. მისი თქმით, პაუზა 10 საათს გასტანს და დილის 9-დან 19 საათამდე იმოქმედებს.  

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები ალეპოს  ორი დერეფნის დახმარებით დატოვებენ. რუსული მხარე იარაღის დაყრისა და ქალაქის დატოვებისკენ ალეპოში მყოფ ამბოხებულებსაც მოუწოდებს. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე