წულუკიანი: მინდა მართლმსაჯულებას მოვუწოდო, თუ ამის შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს რუსთავი 2-ის პროცესი

საქართველო, თბილისი - 14:33 | 21.10.2015
ნანახია: 1564

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მართლმსაჯულებას  მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს  რუსთავი 2-ის პროცესი, რათა ჟურნალისტებს უფრო მშვიდ გარემოშიმუშაობის საშუალება მიეცეთ.

”მინდა მართლმსაჯულებას მოვუწოდო, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, რომ უზრუნველყოს ამ პროცესის გამჭვირვალობა, სანდობაა, და რაც მთავარია, თუკი ამის შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მალე დაასრულოს საქმე, რათა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს უფრო მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება მიეცეთ. რაც ყველაზე მთავარია, მე მიხარია, რომ "რუსთავი 2" მაუწყებლობას აგრძელებს, პლურალუსტური მედია გარემო საქართველოში ჩვენი რეალობის ნაწილია და ჩვენი უკვე შემდგარი კულტურაა, რომელსაც ამ ქვეყანაში ვერავინ დაამარცხებს. ადრე გვქონდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ სტანდარტს, რომ მედია თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და დროსთან ერთად, ეს ხარისხი კიდევ უფრო იზრდება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე