გიგლა აგულაშვილი სურამის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:45 | 02.11.2016
ნანახია: 1123

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი  სურამის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით გაიმართა, სადაც ეკოაქტივისტებმა მინისტრს რეგიონში  არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე  პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც იმსჯელეს.

გარემოსდაცვითი კუთხით სამოქალაქო აქტიურობისთვის, გიგლა აგულაშვილმა ეკოლიდერებს მადლობის სიგელები გადასცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე