კალეს ”ჯუნგლებში” მოზარდებს შორის მასობრივი ჩხუბი მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 02.11.2016
ნანახია: 1711

სპეცდანიშნულების რაზმის გამოძახება გახდა საჭირო კალეში მიგრანტების ”ჯუნგლების” ბანაკში მოზარდებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი ერიტრელ ქრისტიანებსა და ავღანელ მუსლიმებს შორის დაიწყო.

შეტაკებებში ასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ბოლოს ერიტრელებმა თავი იმ ეკლესიას შეაფარეს, რომელიც ქრისტიანმა ლტოლვილებმა ბანაკში ააშენეს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ბანაკის დიდი ნაწილი ოქტომბრის ბოლოს დაშალა. ბანაკიდან ხუთი ათასზე მეტი  ადამიანი გამოასხლეს.

თუმცა 1500-მდე მიუსაფარი მოზარდი ”ჯუნგლებში” მაინც რჩება და ღამეს კონტეინერებში ათევს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე