პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 01.11.2016
ნანახია: 1405

პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა.  ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, სხდომა დახურული იყო.

გელა ღურწკაიას გათავისუფლებაზე პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ 9-თვიანი პატიმრობის ვადა 3 ნოემბერს იწურება, ხოლო ამ დროისთვის მტკიცებულებების გამოკვლევა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება საქმის მოცულობიდან გამომდინარე ვერ ესწრება.

პირადი ცხოვრების მასალის გავრცელების საქმეზე 4 პირია ბრალდებული, ხოლო მასალის გადაღების საქმეზე ძიება ცალკე საქმედ არის გამოყოფილი.

საქმე ეხება "ქრონიკა +"-ის  რედაქციაში მიტანილ კადრებს, რის გამოც ღურწკაია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე