მოსამართლეები, რომლებმაც ათწლიანი ვადა ამოწურეს, გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან

საქართველო, თბილისი - 13:24 | 21.10.2015
ნანახია: 1621

მოსამართლეები, რომელთაც ათწლიანი ვადა ამოწურეს, - გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან, -. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება შევა.

ბარამიძის თქმით, კანონმდებლობის გადახედვისკენ ევროკომისია მოუწოდებს და ანგარიშშიც არის მითითება გადაიხედოს კანონმდებლობა და ხელისუფლების პოზიცია, ათი წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების ხელახლა გამწესების შემთხვევაში, მათ მიერ გამოსაცდელი ვადის გავლის თაობაზე.

"შესაბამისი ცვლილებება კანონდებლობაში შეტანილი იქნება და ის მოსამართლეები, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ მოსამართლეები და ათწლიანი ვადა ამოწურეს, გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან, თუმცა მათ მიმართ, რომლებიც სისტემაში ახლახანს მოვიდნენ, გამოსაცდელი ვადა დარჩება, რადგან შესაბამისმა სახელისუფლო ორგანომ – როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ინიშნება მოსამართლედ", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე