ოსი სეპარატისტები დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან თანამშრომლობას გეგმავენ

საქართველო, თბილისი - 13:09 | 27.10.2016
ნანახია: 2066

ე.წ. სამხრეთ ოსეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ე.წ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მათ ძალიან დიდი რესურსი და ბევრი საწარმო აქვთ. მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ჩვენი ბაზრისთვის საინტერესოა. ჩვენ ასევე დაინტერესებულნი ვართ ერთობლივი საწარმოების შექმნით”, -აღნიშნა ჯიოევმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე