თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 17:44 | 25.10.2016 ნანახია: 186823 ოქტომბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, უცხო პირების შეჭრის ფაქტზე დაწყებული გამოძიება გრძელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურთან. გამოძიების მიმდინარეობას აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი.
„ამ დროისთვის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, დგინდება იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილი გ.შ., რომლის ცხედარიც შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მას შემდეგ, რაც განხორციელდა შიდა პერიმეტრის დათვალიერება, ბაზასა და დასახლებას შორის არსებულ პერიმეტრზე იქნა აღმოჩენილი.
საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, აუცილებელია კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ შემთხვევა მოხდა ბაზის უკანა შიდა პერიმეტრზე. გუშაგი იმყოფებოდა არა საგუშაგოში, არამედ ახორციელებდა განწესით გათვალისწინებულ შემოვლას. სწორედ შემოვლის დროს მან შენიშნა ბაზის შიგნით შესული უცხო პირები, რომლებიც სიტყვიერად გააფრთხილა შეჩერებულიყვნენ. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა გუშაგს რკინის ცეცხლმაქრი ესროლა, მან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა და როდესაც დაინახა რომ ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა სროლა უცნობი პირების მიმართულებით. გუშაგმა ყველა ნორმის დაცვით, აბსოლუტური სიზუსტით იმოქმედა.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ბაზაზე არის სამხედრო პოლიციის დანაყოფი, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მყისიერად მივიდნენ და დაიწყეს შესაბამისი პროცედურები. გამოიკითხა გუშაგი, მოხდა უშუალოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც გაზის პისტოლეტი, ღამის მაშუქი, მობილური ტელეფონი და რკინის ცეცხლმაქრი ამოიღეს, რომლებიც სავარაუდოდ უცნობ პირებს ეკუთვნით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ავტომატური იარაღის 5 მასრაც.
რადგან სიბნელის გამო, გუშაგის მიერ არ არსებობდა ზუსტი ინფორმაცია უცნობი პირების შემდგომი გადაადგილების შესახებ, პირველ რიგში აუცილებელი იყო შიდა პერიმეტრზე განლაგებული შენობა-ნაგებობების და საცავების დათვალიერება. მას შემდეგ, რაც იქ არავინ აღმოჩნდა, ოპერატიულმა სამსახურმა ბაზის გარე პერიმეტრზე დაიწყო სამძებრო სამუშაოები და სწორედ იქ მოხდა გ.შ-ს ცხედრის აღმოჩენა.
თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში ოჯახს მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი.
თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა“, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა