”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 24.10.2016
ნანახია: 1335

 ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ერაყის დასავლეთით ქალაქ რუთბაზე თავდასხმისას ხუთი მძევალი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფრანს პრესი” სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერაყის არმიის პრეს-ატაშეს იახია რასულის განცხადებით, იერიში მოგერიება შეძლეს, თუმცა ტერორისტები რუთბის ზოგიერთ ნაწილში მაინც რჩებიან. მისივე თქმით, ”ისლამური სახელმწიფო” ქალაქის ცენტრში მდებარე ორ რაიონს აკონტროლებს. როგორც რასულმა სააგენტოს განუცხადა, მებრძოლებმა მძევლებად რამდენიმე პოლიციელი და მშვიდობიანი  მოქალაქე აიყვანეს და ხუთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე