ერაყის არმიამ მოსულის მისადგომებთან 50-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 13:25 | 24.10.2016
ნანახია: 1367

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის მისადგომებთან ”ისლამური სახელმწიფოს”მებრძოლებისგან 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ”ალ-არაბია” ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, საუბარია იმ დასახლებულ პუნქტებზე, რომლებიც ელ-კიარსა და მოსულს შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს.
მოსულის გათავისუფლების სახმელეთო ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. სამთავრობო არმიის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობს ანტიტერორისტული საერთაშოროსო კოალიცია, ქურთების პეშმერგას შენაერთები და ფედერალური და ადგილობრივი პოლიციის რაზმები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე