”შიშველი ტრამპი” 22 ათას დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 12:15 | 24.10.2016
ნანახია: 1551

აშშ-ის პრზეიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის შიშველი ქანდაკება ლოს-ანჯელესის აუქციონზე 22 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონი Julien"s Auctions-ის მიერ იყო ორგანიზებული.

ტელეარხ CBS Los Angeles-ის ინფორმაციით, ქანდაკების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალის ნაწილი იმიგრაციის ნაციონალურ ფორუმს გადაეცემა.

დონალდ ტრამპი ცნობილია მიგრანტების მიმართ თავისი უხეში გამონათქვამებით. ის არაერთხელ აცხადებდა, რომ მექსიკის საზღვართან კედელს აღმართავდა და მილიონობით მიგრანტს ამერიკიდან გააძევებდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე