მალტაში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 11:48 | 24.10.2016
ნანახია: 1647

მსუბუძრავიანი თვითმფინავი, რომელშიც ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის თანმშრომლები იმყოფებოდნენ, კუნძულ მალტაზე ჩამოვარდა. გაზეთ Times of Malta-ს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაიღუპა.

წყაროს ცნობით, ლუქსემბურგის თვითმფრინავი ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს არენდით ჰქონდა აღებული.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავმა Metroliner-მა კატასტროფა აფრენიდან ცოტა ხანში კუნძულის სამხრეთით, ქალაქ ლუკას აეროდრომში განიცადა. არსებული ინფორმაციით თვითმფრინავი ლიბიის ქალაქ მისრატის მიმართულებით მიფრინავდა. ტრაგედიის მიზეზები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.   

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე