კალეს მიგრანტთა ბანაკში მომხდარი არეულობის შემდეგ ბრიტანეთში ლტოლვილი ბავშვების პირველი ჯგუფი ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 24.10.2016
ნანახია: 674

დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და მიგრანტებს შორის კალეს ლტოლვილთა ბანაკში. არეულობა საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ბანაკის დანგრევის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

ლტოლვილებმა პოლიციას ქვები დაუშინეს და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

წინააღმდეგობის მოუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება მიგრანტების დროებით საცხოვრებლებში გადაყვანას აპირებს.

ბანაკში მცხოვრები ლტოლვილები თავშესაფრის მიღების მიზნით, დიდ ბრიტანეთში გადადიან.

ბრიტანეთში პირველ რიგში ბავშვების პირველი ჯგუფი ჩავიდა.

ისინი იმიგრაციული კანონში შეტანილი შესწორების შედეგად ჩავიდნენ, რომელიც ბრიტანეთს ავალდებულებს მიიღოს 13 წლადე ასაკის მოზარდები, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ.

ლონდონში სულ 70 ბავშვი იმყოფება. ზოგიერთი ბრიტანული გაზეთის ცნობით, რამდენიმე მათგანი 18 წელს გადაცილებულია.

ბი ბი სის ინფორმაციით ლტოლვილ ბავშვებს დევონის საგრაფოში, ჰოსტელებში გადაიყვანენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე