თურქეთში გიულენის ძმისშვილი და რძალი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:17 | 24.10.2016
ნანახია: 1365

თურქეთში ფეთჰულა გიულენის ძმისშვილი და რძალი დააკავეს. სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირის ახლო ნათესავებს ბრალად გიულენის ორგანიზაციის წევრობა ედებათ.

ჰუსეინ და ბუშრა გიულენები სამართალდამცველებმა იზმირში დააპატიმრეს. მანამდე, სპეცსამსახურებმაგიულენის ძმა და რამდენიმე ახლო ნათესავიც დააკავეს.

ოფიციალური ანკარა ფეთჰულა გიულენს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და შეერთებული შტატებიდან მის ექსტრადიციას ითხოვს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე