კალიფორნიაში მომხდარ ავტოავარიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 24.10.2016
ნანახია: 1308

სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა აშშ-ში მომხდარი ავტოკასტროფისას. ტრაგედია კალიფორნიის სამხრეთით ტურისტული ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.

30-მდე ადამიანი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით ხუთი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია.

გაზეთ Desert Sun-ის ცნობით, ავტობუსს მგზავრების ქალაქ სოლტონის კაზინოდან მიყავდა.

ავტობუსი მცირე კომპანია US Holiday-ს ეკუთვნოდა, რომელსაც ტურისტების კალიფორნიისა და ნევადის კაზინოებში გადაყავდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე