მამაკაცი, რომელმაც ზუგდიდში ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

საქართველო, თბილისი - 15:05 | 23.10.2016
ნანახია: 2119

მამაკაცი, რომელმაც ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა დაარღვია მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

,,მამაკაცი, რომელმაც კანონდარღვევით კიდევ ერთხელ შეახსენა თავი საზოგადოებას კორცხელში 1992 წელს რევაზ ქობალია მოკლა, ის 2012 წლის არჩევნებამდე რუსეთის ფედერაციაში აფარებდა თავს, ხოლო ამჟამად ხელისუფლება მფარველობს"- აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი მერაბ კვარაცხელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრის დროს ჯიხაშკარის 66.67.79 უბანზე ერთ-ერთი დამკვირველი ორგანიზაციის დამკვირვებელმა, გოჩა რაფავამ უხეშად დაარღვია ხმის მიცემის პროცედურა, შეიხედა კაბინაში, მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ხმას აძლევდა, რის შედეგადაც დაირღვა ფარულად ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება.  აღნიშნული ფაქტი ,,საუნჯეს“ დამკვირვებლის მიერ საჩივრის დაწერის შემდგომაც რამდენჯერმე განმეორდა, რის შემდეგაც ხსენებულმა დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან  მიიღო შენიშვნა და დატოვა შენობა.

,,საუნჯეს“ დამკვირვებელმა საჩივარში დააფიქსირა, რომკაბინაში შეხედვის შემდეგ გოჩა რაფავამ სხვა პირს  ჩაუკრა თვალი და უთხრა: “ის შემოხაზა, რაცვუთხარი”. ეს ფაქტი საჩივარში მოხვდა იმდენად, რამდენადაც მიუთითებს, რომ შესაძლოა, რაფავამ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზეც ზეგავლენის მოხდენა სცადა. ორივე - კაბინაში შეხედვა და ზეგავლენა ამომრჩეველზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია (162-ედა 164-ემუხლები). მედია საშუალებების და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული საჩივარი არასწორად იქნა გაგებული და ძალიან მძიმე სამართალდარღვევის  იგნორირება მოახდინეს“  - ნახსენებია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე