ერაყში ალკოჰოლი აკრძალეს

საქართველო, თბილისი - 14:48 | 23.10.2016
ნანახია: 1344

ერაყში ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება, იმპორტი და გაყიდვა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. კანონმდებელთა განმარტებით, გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობასთან მოდის ერაყის კონსტიტუციასა და ისლამურ რელიგიასთან, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებას კრძალავს. პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციით ერაყში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების უფლებები ირღვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე