გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური საქართველოში გადმოასვენეს

საქართველო, თბილისი - 14:35 | 23.10.2016
ნანახია: 1288

23 წლის ქართველი მეზღვაური, რომელიც თურქეთში გარდაიცვალა, რამდენიმე წუთის წინ სარფის საბაჟოზე გადმოასვენეს. გადმოსვენების პროცესი თურქულმა კომპანიამ უზრუნველყო.

გარდაცვლილს ადგილზე ოჯახის წევრები დახვდნენ.

ახალგაზრდა მეზღვაური ქალაქ ქუთაისიდან იყო. იგი თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემზე მუშაობდა.

მეზღვაური 2 დღის წინ, 21 ოქტომბერს გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე