თურქეთში 23 წლის ქართველი მეზღვაური დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 23.10.2016
ნანახია: 1219

თურქეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი მეზღვაური 23 წლის მამაკაცია.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, იგი გემბანიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცეში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და თურქეთში საქართველოს საკონსულო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე