აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით თარხან-მოურავის ადგილს ზაზა ოქუაშვილი დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 16:28 | 21.10.2016
ნანახია: 1981

აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით თარხან-მოურავის ადგილს  „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დაიკავებს.

ამის შესახებ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას აზრი 8 კაცით შესვლას ჰქონდა.

„მე არ შევდივარ აჭარის უმაღლეს საბჭოში. საბჭოში შესვლას აზრი ჰქონდა, როგორც მე ვამბობდი, 8 კაცით. ახლა ერთი კაცით რომ შევიდე, მე ვერ ვხედავ ამაში რამე სარგებელს. ზაზა ოქუაშვილი შევა. სწორედ იმიტომაც გააკეთეს ისე, რომ ბოლო-ბოლო ერთი კაცი შესულიყო, რომ მას არაფრის ძალა არ ჰქონოდა იქ“, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე